06 ოქტომბერი 2024,   20:25
ვრცლად
ერაყის არმიამ ტერორისტების პოზიციაზე მორიგი შეტევა დაიწყო

ერაყის არმიამ ტერორისტების პოზიციაზე მორიგი შეტევა დაიწყო. არმია ქალაქ ტალ-აფარის გათავისუფლების ოპერაციას ატარებს, რომელსაც უკვე წლებია "ისლამური სახელმწიფო" აკონტროლებს.

დაზვერვის ცნობით, სირიასთან მოსაზღვრე ქალაქში 2000-მდე ტერორისტია გამაგრებული. სამხედრო ოპერაციის დაწყების განკარგულება ერაყის პრემიერ-მინისტრმა გასცა. მან ტერორისტებს იარაღის დაყრისკენ მოუწოდა, წინააღმდეგ შემთხვევაში განადგურებით დაექმურა.

სამხედრო ოპერაცია ტალ-აფარში საერთაშორისო კოალიციის მხარდაჭერით მიმდინარეობს.

დღის ამბები