17 მაისი 2024,   14:38
ვრცლად
რუსეთი ოკუპირებულ აფხაზეთს სამხედრო ტექნიკით მოამარაგებს

რუსეთი ოკუპირებულ აფხაზეთს სამხედრო ტექნიკით მოამარაგებს. შესაბამის დოკუმენტს ხელი მოსკოვში რუსეთის თავდაცის მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე ფომინმა და სოხუმის რეჟიმის ე.წ. გენშტაბის უფროსმა, ანატოლი ხრიულოვმა, მოაწერეს.

დოკუმენტი სოხუმისთვის სამხედრო ქონების გადაცემას ითვალისწინებს.

რუსეთის თავდაცვის უწყების ინფორმაციით, შესაბამისი სამუშაოები მხარეებს შორის სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში ტარდება. ეს დოკუმენტი ოკუპირებული აფხაზეთის შეიარაღებული ძალების მოდერნიზებასაც გულისხმობს.

შეხვედრაზე აფხაზეთის ტერიტორიაზე არსებული რუსული ბაზის ფუნქციონირებისა და გაერთიანებული ძალების შექმნის საკითხებზეც იმსჯელეს.

დღის ამბები