06 ოქტომბერი 2024,   20:25
ვრცლად
ბარსელონის ტერაქტის მთავარი ეჭვმიტანილი მოკლულია

ბარსელონის ტერაქტის მთავარი ეჭვმიტანილი მოკლულია. 22 წლის იუნეს აბუ-იაკუბი ქალაქიდან 40 კილომეტრის დაშორებით ვენახში ავტოგასამართი სადგურის თანამშრომელმა შენიშნა და პოლიცია გამოიძახა. ეჭვმიტანილს სხეულზე შაჰიდის ქამარი ეკეთა, რომელიც ნამდვილი არ იყო.

გამოძიების ვერსიით, სწორედ მაროკოელი იუნეს აბუ-იაკუბი მართავდა მიკროავტობუსს, რომელიც ბარსელონის ცენტრალურ ქუჩაზე ხალხს შეეჯახა და 13 ადამიანი იმსხვერპლა. გაქცევის შემდეგ აბუ-იაკუბმა კიდევ ერთი მამაკაცი მოკლა და მისი მანქანა გაიტაცა. პოლიციამ ასევე დაადასტურა, რომ იმამი, რომელმაც ტერორისტების რადიკალიზება მოახდინა, თავდასხმამდე ერთი დღით ადრე ალკანარში მომხდარი აფეთქების დროს დაიღუპა.

12 კაციანი ჯგუფიდან, რომელმაც ტერაქტი დაგეგმა, 8 დაღუპული, 4 კი დაკავებულია. ისინი სასამართლოს წინაშე დღეს წარდგებიან.

დღის ამბები