06 ოქტომბერი 2024,   20:26
ვრცლად
ამერიკელებმა მზის სრული დაბნელება იხილეს - მოვლენას ტრამპების ოჯახიც აკვირდებოდა

ამერიკელებმა მზის სრული დაბნელება იხილეს. უჩვეულო მოვლენაზე დაკვირვება მილიონობით ადამიანს ქვეყნის მთელს ტერიტორიაზე შეეძლო, რაც 1918 წლის შემდეგ პირველად მოხდა.

მზის სრული დაბნელება ყველაზე დიდხანს ილინოისის შტატში, 2 წუთი და 40 წამი გაგრძელდა.

მოვლენას ვაშინგტონიდან აკვირდებოდა შეერთებული შტატების პირველი ოჯახი. პრეზიდენტ ტრამპს, პირველ ლედისა და მათ შვილს სპეციალური სათვალეებიც ეკეთათ. ვიცეპრეზიდენტი მაიკ პენსი კი ნასას მეცნიერებთან და სტუდენტებთან ერთად სამხედრო ობსერვატორიაში იმყოფებოდა.

მომდევნო მზის სრული დაბნელება დედამიწაზე 2019 წლის 2 ივლისს მოხდება და მას ყველაზე უკეთ ჩილეს, არგენტინისა და წყნარი ოკეანის სამხრეთ ქვეყნების მოსახლეობა დაინახავს.

დღის ამბები