03 ოქტომბერი 2024,   10:29
ვრცლად
"უსაქმური ხაბაძე, დაპაუზებული აჭარა," - ხმაურიანი აქცია ბათუმში [ფოტო]

"უსაქმური ხაბაძე, დაპაუზებული აჭარა,"- ამ ლოზუნგით ამ წუთებში ხმაურიანი აქცია მიმდინარეობს ბათუმში. აქციას მთავრობის სახლთან "თავისუფალი ზონის" წევრები მართავენ. 

აქციის მონაწილეები აჭარის მთავრობას უმოქმედობაში ადანაშაულებენ და მოუწოდებენ, რომ გაუმჯობესდეს სოციალური ფონი. 

აქციაზე განცხადებები გაკეთდა ბათუმის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის შესახებაც. მათ კიდევ ერთხელ გააპროტესტეს შენობის გაყიდვა. 

"მოვუწოდებთ მთავრობას, ეს არის გამაფრთხილებელი აქცია, იმ შემთხვევაში, თუ არ გამოფხიზლდებით და არ შექმნით უკეთეს სოციალურ გარემოს და არ შეეშვებით მაღალი პრემიების აღებას, გავმართავთ პერმანენტულ და უფრო ხალხმრავალ აქციებს," - აცხადებენ აქციის მონაწილეები.

დღის ამბები