03 ოქტომბერი 2024,   10:29
ვრცლად
11თვიანი პატიმრობის შემდეგ ემზარ კვიციანი შესაძლოა გაათავისუფლონ

ემზარ კვიციანი შესაძლოა ორ დღეში სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლონ. კვიციანს 11 თვიანი პატიმრობის ვადა 2 დღეში ეწურება. სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში ბრალდებულ ყოფილ რწმუნებულთან, რომელსაც 12 წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი საპროცესო შეთანხმება გაფორმდა. შეთანხმებაზე ხელისმოწერა, მხოლოდ მას შემდეგ გახდა შესაძლებელი, რაც კვიციანის საქმის პროკურორი სამსახურიდან გაათავისუფლეს.

საპროცესო შეთანხმებას ხელი ბრალდების მხარიდან პროკურორმა თენგიზ ჭიპაშვილმა მოაწერა, თუმცა აქამდე საქმეს თენგიზ ხარებავა უძღვებოდა. ხარებავა მთავარი პროკურატურიდან რამდენიმე დღის წინ გაათავისუფლეს. ძველი პროკურორის საქმიდან ჩამოშორებაზე სამართალდამცავ უწყებაში განმარტებები არ კეთდება.

პოლკოვნიკი ემზარ კვიციანი 2006 წლიდან შეიარაღებული ფორმირების ჩამოყალიბებასა და სახელმწიფო გადატრიალების ბრალდებით იძებნებოდა. გასული წლის 28 თებერვალს ის რუსეთიდან საქართველოში დაბრუნდა. სამართალდამცავებმა კვიციანი აეროპორტში დააკავეს. ზუგდიდის საქალაქო სასამართლომ კი მას 12 წლით პატიმრობა მიუსაჯა.

ამავე თემაზე
დღის ამბები