03 ოქტომბერი 2024,   10:29
ვრცლად
მოკლული არჩილ მაისურაძის და გამოძიებამ პირველად დაკითხვაზე "რუსთავი 2"-ზე გასული რეპორტაჟის შემდეგ დაიბარა

მკვლელობიდან 8 თვის შემდეგ კახეთის სამხარეო პოლიციის შენობაში მოკლულის და დაკითხვაზე პირველად დაიბარეს. სამართალდამცველების გააქტიურებას წინ „რუსთავი 2“-ის ეთერში გადაცემა „განსხვავებული აქცენტების“ გასვლა უძღოდა, რომელიც სწორედ 2014 წლის 13 ივნიის, ქალაქ თელავის ცენტრში, ერეკლე მეორის მოედანზე 35 წლის არჩილ მაისურაძის მკვლელობას ეხებოდა. გადაცემაშიც და დღესაც დაკითხვაზე მისული მოკლულის და ხელოვნურად გაჭიანურებულ გამოძიებაზე საუბრობს.

გამოძიების გაჭიანურების ერთ ერთ მიზეზად მოკლული არჩილ მაუსრაძის ოჯახის წევრები დეპუტატის და პრემირ-მინისტრის ნათესავის ლექსო თამაზაშვილის დაინტერესებას ასახელებენ.

სალომე მაისურაძის თქმით მოკლულის აიპადში ინახება მიმოწერა არჩილ მაისურაძესა და ლექსო თამაზაშვილს შორის, სადაც მაისურაძე მკვლელობამდე ერთ დღით ადრეც მას დახმარება სთხოვა და თელავში მომხდარ ინციდენტზე მაკომპრომეტირებელი მასალა გაუგზავნა.

თემა, რომელსაც ლექსო თამაზაშვილი შავ პიარს უწოდებს და რის შესახებაც მას არჩილ მაისურაძე წერდა, 2014 წლის ივნისში თელავში რესტორან „ჭადარში“ მომხდარ შემთხვევას უკავშირდება.

გადაცემა განსხვავებულ აქცენტებში ნათქვამია, რომ რესტორანში დაპირისპირება მოხდა მოქმედ პოლიციელს მიხეილ უზუნაშვილსა და დავით დემინაშვილს, მეტსახელად ლეკს შორის, რა დროსაც მან სამართალდამცავს ესროლა. რამდენიმე რესტორნის მფლობელი დემინაშვილი კახეთში ხელისუფლებასთან დაახლოებულ პირად ითვლება. სალომე მაისურაძე ყვება,რომ პოლიციელი მიხეილ უზუნაშვილი მის ძმასთან ამ შემთხვევის შემდეგ მივიდა და ლექსო თამაზაშვილთან შუამდგომლობა თხოვა.

დავით დემინაშვილი, რომელსაც კახეთში ქართული ოცნების ერთ-ერთ დამფინანსებლადაც მიიჩნევენ მოკლულის დის მიერ წაყენებულ ბრალდებას უარყოფს. ის პოლიციელთან მომხდარ დაპირპსირებას ვერ იხსენებს და მბობს, რომ იარაღსაც არ ატარებს.

დავით დემინაშვილი 1996 წელს პოლიციელის მკვლელობისთვის მოგვიანებით კი იარაღის უკანონო შენახვისთვის იყო ნასამართლევი. ბოლო შეხება მართლმსაჯულებასთან კი გასულ წელს ქონდა.

„განსხვავებულ აქცენტებში“ მომზადებულ ჟურნალისტურ გამოძიებას პოლიტკური გამოხმაურებაც მოჰყვა. საპარლამენტო უმცირესობა ორგანიზებულ დანაშაულსა და კრიმინალებთან მთავრობის წევრების თანხმობაზე საუბრობს. მმართველი გუნდის წევრები კი გადაცემაში ყველაზე მეტად ლექსო თამაზაშვილის ხსენებამ გააღიზიანა.

ის, რომ საქმის გახსნა 8 თვის განმავლობასი შესაძლებელი იყო ამაზე საუბრობს მოკლულის დაც. სალომე მაისურაძის განცხადებით, იქედან გამომდინარე რომ დანაშაული ხალხმრავალ ადგილას მოხდა არსებობს ათეულობით მოწმე რომლებიც სამართალდამცველებს ამ დრომდე არ დაუკითხავთ.

ამავე თემაზე
დღის ამბები