03 ოქტომბერი 2024,   10:29
ვრცლად
თამაზ სუხიაშვილს დღეს დაკრძალავენ

უკრაინაში დაღუპულ თამაზ სუხიაშვილს დღეს ხაშურის რაიონის სოფელ ცხრამუხაში დაკრძალავენ. 37 წლის ქართველი სამხედრო დონეცკთან ახლოს პრორუს ძალებთან შეტაკების დროს დაიღუპა. თბილისში გადმოსვენებამდე მის ხსოვნას პატივი კიევში უკრაინის ხელისუფლების წევრებმაც მიაგეს. თბილისში ჩამოსვენების შემდეგ მისი ცხედარი ქაშვეთის საკათედრო ტაძარში გადაასვენენს, სადაც სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართა. თამაზ სუხიაშვილი საქართველოს შეიარაღებულ ძალებში 2012-ტ წლამდე მსახურობდა. მონაწილეობდა ავღანეთის სამშვიდობო მისიაში, იბრძოდა ერაყშიც, იყო რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომის მონაწილე.

დღის ამბები