09 ოქტომბერი 2024,   14:24
ვრცლად
უკრაინა რუსეთისთვის აგრესორის სტატუსის მისანიჭებლად და ჰააგაში საჩივრის შესატანად ემზადება

სროლის ხმა არ წყდებოდა მთელი ღამის განმავლობაში უკრაინის ქალაქ ლუგანშინაში. უკრაინელი სამხედროების ინფორმაციით, მათ მდინარე ბახმუტკასთან ერთ-ერთი ბლოკსაგუშაგოს დაბრუნება შეძლეს. ქვეყნის აღმოსავლეთში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული.

მარიუპოლში კი სარაკეტო იერიშების შედეგად გარდაცვლილები უკვე დაკრძალეს. დღეს უკრაინის რადა რუსეთისთვის აგრესორის სტატუსის მინიჭებას აპირებს. საკანონმდებლო ორგანო ასევე გეგმავს დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკები ტერორისტულ ორგანიზაციებად აღიაროს.

პეტრე პოროშენკო კი აცხადებს, რომ სეპარატისტების ქმედებებზე უკრაინა სარჩელით ჰააგის ტრიბუნალს მიმართავს.

ამავე თემაზე
დღის ამბები