09 ოქტომბერი 2024,   14:26
ვრცლად
პუტინის ბრალდება ნატოს მიმართ და ალიანსის რეაქცია რუსეთის ლიდერის განცხადებაზე

უკრაინაში ვითარების ხელახალი ესკალაციის ფონზე პირველ კომენტარს აკეთებს ვლადიმერ პუტინი. რუსეთის პრეზიდენტმა ნატოს არმია უკრაინის კონფლიქტის მონაწილეობაში ღიად დაადანაშაულა. მან აღნიშნა, რომ უკრაინის ხელისუფლებას არ სურს კრიზისის მშვიდობიანად გადაჭრა.

„ჩვენ ხშირად ვახსენებთ უკრაინის არმიას, თუმცა რეალურად იქ არიან შეიარაღებული ძალების ოფიციალური დივიზია და ე.წ. მოხალისეთა ნაციონალისტური ბატალიონი. ეს კი უცხოურ, კონკრეტულად კი ნატოს ლეგიონს წარმოადგენს.

პუტინის განცხადებას მალევე მოჰყვა ალიანსის გენერალური მდივნის პასუხი. პრესკონფერენციაზე იენს სტოლტენბერგმა ამ განცხადებას ნონსენსი უწოდა და დაამატა, რომ ერთადერთი უცხო ჯარი უკრაინის ტერიტორიაზე სწორედ რუსეთისაა და სეპარატისტებს აღჭურვილობით სწორედ რუსეთი ამარაგებს.

დღის ამბები