06 ოქტომბერი 2024,   20:25
ვრცლად
ტერაქტი ბრიუსელში - შეიარაღებული კაცი ბრიუსელში სამხედროებს თავს დაესხა

ბრიუსელში მომხდარ თავდასხმას ტერაქტის კვალიფიკაცია მიანიჭეს.

გუშინ, საღამოს, ბრიუსელში, ემილია ჟაკმენის ბულვარზე, „მაჩეტეთი“ შეიარაღებული მამაკაცი ბრიუსელში სამხედროებს პატრულირებისას თავს დაესხა.

თვითმხილველების ნაწილის განცხადებით, ისმოდა სროლის ხმა, ნაწილი კი ამბობს, რომ მამაკაცი ორ სამხედრო დაესხა თავს. თავდამსხმელი მოკლულია. ის 30 წლის არის და სომალის მოქალაქეა. 

მედიის ინფორმაციით, თავდასხმელი ყვიროდა „ალაჰ აკბარ“. თუმცა, აქამდე ის ტერორიზმთან კავშირში შემჩნეული არ ყოფილა. 

თავდასხმის შედეგად, პატრულის თანამშრომელი დაშავდა, თუმცა, წინასწარი მონაცემებით, მას სერიოზული ჭრილობა არ მიუღია.

შემთხვევის ადგილი შემოსაზღვრული იყო. პოლიციაში განაცხადეს, რომ ვითარება კონტროლს ექვემდებარება. 

დღის ამბები