17 მაისი 2024,   14:39
ვრცლად
მორიგი თავდასხმა მარსელში - დანით შეიარაღებული მამაკაცი გამვლელებს თავს დაესხა

მორიგი თავდასხმა მარსელის ცენტრში - საფრანგეთის სანაპირო ქალაქში დანით შეიარაღებული მამაკაცი გამვლელებს თავს დაესხა. შედეგად სამი ადამიანი დაშავდა.

თავდამსხმელი სამართალდამცველებმა დააკავეს და ადგილობრივი საავადმყოფოს ფსიქიატრიულ განყოფილებაში გადაიყვანეს.

თავდასხმა მარსელში რამდენიმე დღის წინაც მოხდა. მაშინ მიკროავტობუსი გაჩერებაზე შევარდა, რასაც ერთი ადამიანი ემსხვერპლა.

დღის ამბები