06 ოქტომბერი 2024,   20:25
ვრცლად
”ჩვენ არ გვეშინია”- ტერორიზმის წინააღმდეგ ერთიანობის მარში ესპანეთის ქალაქებში

ერთიანობის მარში ესპანეთის ქალაქებში - ტერორიზმის წინააღმდეგ ყველაზე მასშტაბური მსვლელობა ბარსელონაში გაიმართა. ქალაქის ქუჩებში ნახევარ მილიონამდე ადამიანი გამოვიდა.

1975 წლის შემდეგ პირველად დემონსტრაციას ესპანეთის მეფე შეუერთდა, მის გვერდით კი პრემიერ-მინისტრი და ის ადამიანები იმყოფებოდნენ, რომლებიც დაშავებულთა დასახმარებლად რამბლას ბულვარზე პირველები მივიდნენ.

”ჩვენ არ გვეშინია” - ამ შინაარსის პლაკატები ეჭირათ ხელში აქციის მონაწილეებს. ისინი ერთხმად გმობდნენ ესპანეთში მომხდარ ტერაქტების სერიას, რომელსაც 15 ადამიანი ემსხვერპლა. ბარსელონას გარდა, ანალოგიური აქციები გაიმართა კამბრილსა და რიპოლშიც, სადაც ტერორისტების უმეტესობა ცხოვრობდა. აქციაზე ტერორისტი ძმები აუკაბირების დაც იმყოფებოდა. 

დღის ამბები