06 ოქტომბერი 2024,   20:26
ვრცლად
ავღანეთში თავდასხმას 13 ადამიანი ემსხვერპლა

ავღანეთში თავდასხმას 13 ადამიანი ემსხვერპლა. შემთხვევა ჰელმანდის პროვინციაში მოხდა. ბაზრობის მახლობლად სამხედრო მანქანასთან დანაღმული ავტომობილი აფეთქდა.

დაღუპულთა შორის არიან სამხედროები და მშვიდობიანი მოქალაქეები, დაშავებულია კიდევ 20-მდე ადამიანი. ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

თავდასხმა იმ რაიონში მოხდა, რომელიც ავღანეთის სამთავრობო ძალებმა ერთი თვის წინ თალიბებისგან გაწმინდეს. 

დღის ამბები