03 ოქტომბერი 2024,   10:29
ვრცლად
სამხედრო წვრთნას ესპანეთში 10 ადამიანი ემსხვერპლა

ნატოს წვრთნა ესპანეთში მსხვერპლით დასრულდა. ლოს-ლიანოს ბაზაზე სწავლებისას F16 ტიპის გამანადგურებელი ჩამოვარდა. შედეგად 10 ადამიანი დაიღუპა, 13 კი მძიმედ დაშავდა.

საბერძნეთის კუთვნილი სამხედრო თვითმფრინავი აფრენიდან რამდენიმე წუთში ჩამოვარდა და აეროდრომზე გაჩერებული თვითმფრინავების გვერდით დაეცა.

ესპანეთის სამხედრო მეთაურობის ინფორმაციით, გარდაცვლილებს შორის 8 საფრანგეთის მოქალაქეა, ორი კი საბერძნეთის. მომხდარის მიზეზს ნატო-ს ექსპერტები იძიებენ.

დღის ამბები