03 ოქტომბერი 2024,   10:26
ვრცლად
მადრიდში აღმოჩენილი საფლავი შესაძლოა სერვანტესს ეკუთვნოდეს

ესპანელმა არქეოლოგებმა უძველესი საფლავი აღმოაჩინეს, რომელიც შესაძლოა მიგელ დე სერვანტესს ეკუთვნოდეს. გათხრები მადრიდის ცენტრში მდებარე ერთ-ერთი მონასტრის ეზოში მიმდინარეობდა.

ცნობილია, რომ სერვანტესი 1616 წელს სწორედ ამ მონასტრის ეზოში დაკრძალეს, თუმცა დროთა განმავლობაში სამონასტრო კომპლექსის გაფართოების შემდეგ მისი საფლავი დაიკარგა.

არქეოლოგებმა გათხრები შარშან აპრილში დაიწყეს. სპეციალისტებმა ხის სამარხი იპოვეს სერვანტესის ინიციალებით და ადამიანის ნეშტი, რომელიც ექსპერტიზაზე გადაგზავნეს.

დღის ამბები