17 მაისი 2024,   14:41
ვრცლად
არ შეიძლება ამ ნოტების თამაში - გიგი უგულავა მთავრობის მიერ რუსეთისთვის გაგზავნილ ნოტაზე საუბრობს

„ევროპულ საქართველოში“ ხანძრის ჩაქრობის ოპერაციაში დასახმარებლად ოკუპანტი რუსეთისთვის მმართველი გუნდის მიერ გაგზავნილ ნოტას, საზოგადოებისადმი უპატივცემულობად აფასებენ.

”ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის” გენერალური მდივანი, გიგი უგულავა აცხადებს, რომ იმ ქვეყნის ჩართვა ხანძრის ჩაქრობის სამუშაოებში, რომელიც 2008 წელს ამავე ტყის მასივი დაწვაშია ეჭვმიტანილი, დაუშებელია.

„უამრავი ქვეყანაა, რომელიც ჩვენი პარტნიორი ქვეყანაა, რომელიც არ არის ეჭვმიტანილი იმ ტყეების გადაწვაში და ეჭვმიტანილი არის რუსეთი, იმიტომ რომ ჩვენ ყველამ ვნახეთ, რომ 2008 წელს რუსეთი პირდაპირ იმ ტერიტორიას ბომბავდა. საკუთარ საზოგადოებას უნდა ვცეთ პატივი, ეს ტკივილები ცოცხალია და არ შეიძლება ამ ნოტების თამაში, გაურკვეველი ნოტების გზავნით. არ არის ამის საჭიროება,“ - განაცხადა გიგი უგულავამ.

ამავე თემაზე
დღის ამბები