17 მაისი 2024,   14:39
ვრცლად
დონალდ ტრამპი ჩრდილოეთ კორეას აფრთხილებს

დონალდ ტრამპი ჩრდილოეთ კორეას აფრთხილებს. შეერთებული შტატების პრეზიდენტი აცხადებს, რომ რაკეტის გაშვების ფაქტზე რეაგირების ყველა ვარიანტი განიხილება.

პარალელურად, რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი ფხენიანს გაეროს რეზოლუციების პატივისცემისკენ მოუწოდებს.

დღეს გაეროს უშიშროების საბჭოში საგანგებო სხდომა გაიმართება. ჩრდილოეთ კორეამ საშუალო სიშორის რაკეტა დილის 06:00 საათზე იაპონიის მიმართულებით გაუშვა.

რაკეტამ კუნძულ ჰოკაიდოს გადაუფრინა და წყნარ ოკეანეში ჩავარდა. მომხდარი დაგმო საერთაშორისო გაერთიანებამ. იაპონიამ რაკეტის გაშვება უპრეცედენტო საფრთხედ შეაფასა და სამხრეთ კორეასთან ერთად სამხედრო წვრთნები დაიწყო.

დღის ამბები