09 ოქტომბერი 2024,   14:25
ვრცლად
ბელგიაში ტერორიზმში ეჭვმიტანილი სამი პირი დააკავეს

ბელგიელმა სამართალდამცველებმა ტერორიზმში ეჭვმიტანილი სამი პირი დააკავეს. ანტიტერორისტული ოპერაცია ქალაქ კორტრეიკში ჩატარდა.

დაკავებულების ვინაობა და ოპერაციის დეტალები არ ხმაურდება. ცნობილია, რომ დაკავებულების სახლების ჩხრეკისას პოლიციამ დიდი რაოდენობით იარაღი ამოიღო.

გამოძიება ცდილობს დაადგინოს, ჰქონდათ თუ არა დაკავებულებს კავშირი იმ ეჭვმიტანილებთან, რომლებიც ქალაქ ვერვიეში სპეცოპერაციის დროს დაიღუპნენ.

ბელგიის, გენერალური პროკურორის ინფორმაციით, ვერვიეში მოკლულები ქვეყანაში სირიიდან დაბრუნდნენ და ბელგიის მასშტაბით გეგმავდნენ ტერაქტებს.

დღის ამბები