17 მაისი 2024,   14:39
ვრცლად
ახალციხის ტყეში გაჩენილი ცეცხლის ლოკალიზება მეხანძრეებმა უკვე მოახერხეს

ხანძარი სამცხე-ჯავახეთის რეგიონში - ახალციხეში, სვირის მიმდებარედ, ტყეში გაჩენილი ცეცხლის ლოკალიზება მეხანძრეებმა უკვე მოახერხეს.

ხანძრის კერა მიუვალ, კლდოვან ადგილას იყო გაჩენილი, სადაც, მოსახლეობის თქმით, ფეხით მისვლაც კი პრობლემაა.

ადგილობრივები დაუდევრობით ხანძრის გაჩენას გამორიცხავენ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სვირთან ამ ეტაპზე ცეცხლის გავრცელების საფრთხე აღარ არსებობს. 

დღის ამბები