03 ოქტომბერი 2024,   10:28
ვრცლად
უკრაინაში დაღუპული თამაზ სუხიაშვილი სოფელ ცხრამუხაში დაკრძალეს

უკრაინაში დაღუპული თამაზ სუხიაშვილი დღეს ხაშურის რაიონის სოფელ ცხრამუხაში დაკრძალეს. მის გასვენებას ნათესავები, მეზობლები, თანამებრძოლები და ოპოზიციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. 37 წლის ქართველი სამხედრო დონეცკთან ახლოს პრორუს ტერორისტებთან შეტაკების დროს დაიღუპა.

თამაზ სუხიაშვილი საქართველოს შეიარაღებულ ძალებში 2012 წლამდე მსახურობდა. იგი მონაწილეობდა ავღანეთის სამშვიდობო მისიაში, იბრძოდა ერაყშიც, იყო 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის მონაწილე.

ამავე თემაზე
დღის ამბები