03 ოქტომბერი 2024,   10:31
ვრცლად
დაადებს თუ არა პრეზიდენტი მაუწყებლის შესახებ კანონპროექტს ვეტოს?!

გახდება თუ არა "მაუწყებელთა შესახებ კანონპროექტი" პრეზიდენტის მორიგი ვეტოს მიზეზი, ეს მას შემდეგ გაირკვევა, რაც აღნიშნულ საკითხზე პარლამენტი საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს. ამის შესახებ განცხადება პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა დავით პატარაიამ "რუსთავი 2-თან" ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, ნებისმიერი ახალი რეგულაცია მოითხოვს სათანადო გაანალიზებას და დასკვნების გაკეთებას, ისევე როგორც ამ შემთხვევაში, აუცილებელია მედიაკომპანიების პოზიციების მოსმენა, გააზრება და მხოლოდ ამის შემდეგ გადაწყვეტილების მიღება.

"ჩვენ ყურადღებით ვადევნებთ თვალყურეს ამ პროცესს და გამომდინარე იქიდან, რა გადაწყვეტილებას მიიღებს პარლამენტი, ამის შემდეგ ვაუწყებთ ჩვენს პოზიციას საზოგადოებას," - განაცხადა დავით პატარაიამ.

კითხვაზე, "კიდევ ერთი ვეტოს საფუძველი გახდება თუ არა ეს გადაწყვეტილება," პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი პირდაპირ პასუხს თავს არიდებს.

"ჩვენ დაველოდებით პარლამენტარების გადაწყვეტილებას," - ამბობს დავით პატარაია.

დღის ამბები