03 ოქტომბერი 2024,   10:27
ვრცლად
ვაზაგაშვილის ოჯახის წევრები პროკურატურაში იმყოფებიან

ამ წუთებში იური ვაზაგაშვილის ოჯახის წევრები მთავარი პროკურორის პირველ მოადგილესთან ირაკლი შოთაძესთან მართავენ შეხვედრას.

შეხვედრაზე პროკურატურაში ვაზაგაშვილის მეუღლე და მისი და იმყოფებიან.

ოჯახის ადვოკატის გაგი მოსიაშვილის განმარტებით, შეხვედრა ორივე მხარის ინიციატივით იმართება და მას საგამოძიებო პროცედურასთან არანაირი კავშირი არა აქვს.

"ეს გაცნობითი ხასიათის შეხვედრაა, რაც ზოგადი ინფორმაციის მისაღებად ორივე მხარის მოთხოვნით იმართება," - აცხადებს გაგი მოსიაშვილი.

ამავე თემაზე
დღის ამბები