03 ოქტომბერი 2024,   17:18
ვრცლად
მერია თანამშრომლების ატესტაციას იწყებს

საატესტაციო კომისია, რომელიც თბილისის მერიის თანამშრომლებისთვის სავალდებულო ატესტაცის ჩაატარებს, უკვე დამტკიცებულია. კონკურსი თვის ბოლოს რამდენიმე ეტაპად ჩატარდება.

კანონის თანახმად, პირველ რიგში, ატესტაციას მოქმედი თანამშრომლები გაივლიან და ის 2 ეტაპად ჩატარდება. პირველი ეტაპი ტესტირება, ხოლო მეორე ეტაპი გასაუბრება იქნება.

ქალაქის მერის განცხადებით, ტესტირებას გამოცდების ეროვნული ცენტრი ჩაატარებს. ამავე ინფორმაციის თანახმად, ვაკანსიები მერიაში მხოლოდ მოქმედი თანამშრომლების ატესტაციის პროცესის დაასრულების შემდეგ დარჩენილ ადგილებზე გამოცხადდება.

რაც შეეხება მერიის თანამშრომლებისთვის დაწესებულ სახელფასო დანამატებს, დავით ნარმანიას თქმით, იანვრიდან ამ საკითხზე მერია ახალი მიდგომის შემუშავებას აპირებს. ქალაქის მერი ამ საკითხზე არასამთავრობო ორგანიზაციებთან კონსულტაციების გამართვასაც გეგმავს. 

დღის ამბები