12 მაისი 2024,   13:03
ვრცლად
ენმ-ის წევრები სოფელ ლეხაინდრაოში მცხოვრებისთვის სოციალური დახმარების დანიშვნას ითხოვენ

ნაციონალური მოძრაობის წევრები სოფელ ლეხაინდრაოში მცხოვრები მურად სულუხიასთვის სოციალური დახმარების დანიშვნას ითხოვენ. მამაკაცს პარკინსონის მძიმე ფორმა აქვს და სოციალურად დაუცველის სტატუსით არ სარგებლობს.

ენმ-ის პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ და მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგებლობის კანდიდატმა, მამუკა დანელიამ, 66 წლის მურად სულუხია სახლში მოინახულეს.

სოფელში განმარტავენ, რომ მურად სულუხიაზე მეზობლები ზრუნავენ და დახმარების თხოვნით ჯანდაცვის სამინისტროსა და მუნიციპალურ სამსახურებს არაერთხელ მიმართეს, თუმცა უშედეგოდ.

ნიკა მელიამ ჯანდაცვის მინისტრს ფაქტით დაინტერესებისკენ მოუწოდა.

დღის ამბები