03 ოქტომბერი 2024,   10:28
ვრცლად
უჩა ნანუაშვილი მის დღევანდელ განცხადებაში პოლიტიკურ მოტივებს გამორიცხავს

უჩა ნანუაშვილი მის დღევანდელ განცხადებაში პოლიტიკურ მოტივებს გამორიცხავს.

ამის შესახებ მან გადაცემა "არჩევანში" განაცხადა და თქვა, რომ მისი დღევანდელი პრესკონფერებნციით მას არავის უფლებები არ დაურღვევია, მათ შორის არც ირაკლი ფირცხალავასი, რომელიც თითქოსდა, გავრცელებული ინფორმაციით, კონკრეტული პირის, ია მეტრეველის, ლიკვიდაციის დავალებას გასცემდა.

"რა შუაშია აქ პოლიტიკური ინტერესი, ეს იყო ჩემი ვალდებულება. არაერთ ასეთ ფაქტზე მქონია ბრიფინგი, ძველ თუ ახალ საქმეებზე. ამიტომ ამაზე სპეკულაციებს, მგონი, არ უნდა ჰქონდეს ადგილი. კონკრეტული გამოძიების მოთხოვნის უკან დგას თუ არა რამე, ეს არის ჩვეულებრივი პროცედურა, რომელსაც ჩვენ ყოველდღიურად ვაკეთებთ," - ამბობს უჩა ნანუაშვილი.

ამავე თემაზე
დღის ამბები