03 ოქტომბერი 2024,   10:32
ვრცლად
ფირცხალავა ერთწლიანი დუმილის გამო სახალხო დამცველს საყვედურობს

გადაცემა "არჩევანში" ირაკლი ფირცხალავა და უჩა ნანუაშვილი ერთმანეთს დაუპირისპირდნენ.

მსჯავრდებულის ბრალდებაზე ინფორმაცია, რომ, თითქოს, მას ირაკლი ფირცხალავა ია მეტრეველის ლიკვიდაციას ავალებდა, ირაკლი ფირცხალავას ერთი წლის წინ ჰქონდა. მან ეს ინფორმაცია სახალხო დამცველსაც მიაწოდა. თუმცა, უჩა ნანუაშვილს მაშინ ამ საქმეზე პროკურატურისთვის გამოძიების მოთხოვნით არ მიუმართავს.

გადაცემა "არჩევნაში" უჩა ნანუაშვილმა დაადასტურა, რომ მსგავსი ინფორმაცია მას ნამდვილად ჰქონდა, მაგრამ არ გააჩნდა საკმარისი მასალები.

"როცა მსჯავრდებულმა მომცა სრულყოფილი ინფორმაცია საიმისოდ, რომ მიმემართა პროკურატურისთვის, მეც მსგავსი წინადადებით მიმავრთე მთავარ პროკურატურას," - ამბობს უჩა ნანუაშვილი.  

ამავე თემაზე
დღის ამბები