09 ოქტომბერი 2024,   14:25
ვრცლად
უკრაინამ რუსეთი აგრესორ ქვეყნად გამოაცხადა

უკრაინამ რუსეთი აგრესორ ქვეყანად გამოაცხადა და ევროსაბჭოს მოუწოდა, რომ ქვეყნის დელეგაციისთვის უფლებამოსილება შეზღუდოს.

ამის შესახებ გადაწყვეტილება უკრაინის რადამ დღეს 271 ხმით მიიღო.  

პარლამენტის მიერ მიღებულ დოკუმენტში აღნიშნულია, რომ რუსეთი მხარს უჭერს ტერორიზმს და გაერო-ს უშიშროების საბჭოს მუშაობას ბლოკავს, რითიც საფრთხეს უქმნის გლობალურ უსაფრთხოებას.

გარდა ამისა, რადამ საერთაშორისო თანამეგობრობას თხოვნით მიმართა, რომ დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული სახალხო რესპუბლიკები ტერორისტულ ორგანიზაციებად აღიარონ.

უკრაინელი დეპუტატები მსოფლიო ქვეყნების პარლამენტებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს მოუწოდებენ, რომ რუსეთი აგრესორად გამოაცხადონ და მასზე ზეწოლა გააძლიერონ.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები