09 ოქტომბერი 2024,   20:20
ვრცლად
რუსეთის მტკიცებით, ჟენევის მოლაპარაკებაზე ძალის გამოუყენებლობის ეფექტურ ნაბიჯად რუსული პროექტი განიხილეს

რუსეთი ირწმუნება, რომ ჟენევის მოლაპარაკებაზე მხარეებმა  ძალის გამოუყენებლობის ეფექტურ ნაბიჯად რუსული პროექტი განიხილეს.

ამის შესახებ განცხადება რუსეთის საგარეო უწყებამ ჟენევის დისკუსიის მორიგი რაუნდის გამართვის შემდეგ გამოაქვეყნა.

განცხადებაში აქცენტი საქართველოში ნატოს ინფრასტრუქტურის განვითარების საკითხზეა გაკეთებული და აღნიშნულია, რომ ”ასეთი ქმედებები საფრთხეს შეუქმნიდა ამიერკავკასიის რეგიონში ჩამოყალიბების პროცესში მყოფ სტაბილურობას.”

ამასთან, განცხადებაში აღნიშნულია, რომ ნატოს ბოლო სამიტზე მიღებულმა გადაწყვეტილებამ  „საგრძნობლად გაზარდა აუცილებლობა, დაიდოს  შეთანხმებები ძალის გამოუყენებლობის შესახებ თბილსს, სოხუმსა და ცხინვალს შორის.“  

საგარეო უწყება ირწმუნება, რომ  ამ მიმართულებით ჟენევის შეხვედრაზე ეფექტურ ნაბიჯად რუსული პროექტი განიხილეს.  

ჟენევაში ქართული დელეგაციის ხელმძღვანელი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ზალკანიანი კი ირწმუნება, რომ ეს საკითხი ჟენევაში საერთოდ არ ყოფილა განხილული.  

 

დღის ამბები