09 ოქტომბერი 2024,   14:25
ვრცლად
უკრაინაში ვითარება უკიდურესად დაძაბულია

მთელი ღამის განმავლობაში ინტენსიურად იბომბებოდა ლუგანსკი. ბრძოლები არ წყდებოდა დონეცკის მახლობლად. უკრაინელი სამხედროების ინფორმაციით, ქვეყნის აღმოსავლეთით მიმდინარე შეტაკებების შედეგად, 9 ჯარისკაცი დაიღუპა. განსაკუთრებით ინტენსიური ბრძოლები მიმდინარეობდა დებელცევოსთან.

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა მოუწოდა რუსეთს უკრაინასთან საზღვარი ჩაკეტოს. ილკა კანერვას თქმით, ეს აუცილებელია, რათა შეწყდეს უკრაინის ტერიტორიაზე იარაღის მიწოდება და მებრძოლების შესვლა. უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს უკრაინის პრეზიდენტი ოსვენციმიდან გამოეხმაურა.

“ეჭვიც კი არ უნდა შეგვეპაროს, რომ აგრესორის ამბიციები და მადა უკრაინის ტერიტორიას ცდება. ჩვენ უნდა ვიფიქროთ იმაზე, თუ როგორ ავიცდინოთ თავიდან ჰოლოკოსტის და მეორე მსოფლიო ომის მსგავსი ტრაგედია. ერთად უნდა აღვუდგეთ წინ ახალ იმპერიულ სიგიჟეს და ევროპაში დომინირების ამბიციებს. ჩვენ მადლიერები ვართ მხარდაჭერისთვის, მაგრამ აგრესორის შესაჩერებლად მეტის გაკეთებაა საჭირო,” - აღნიშნა პოროშენკომ.

ამავე თემაზე
დღის ამბები