03 ოქტომბერი 2024,   10:31
ვრცლად
სახალხო დამცველის უწყება ია მეტრეველის საქმის გამოძიებას მონიტორინგს გაუწევს

სახალხო დამცველი, ომბუდსმენის აპარატის წერილის საფუძველზე, პროკურატურაში გამოძიების დაწყებას ეხმაურება. უჩა ნანუაშვილის თქმით, ისინი ია მეტრეველის საქმის გამოძიებას მონიტორინგს გაუწევენ.

სახალხო დამცველის ინფორმაციით, როგორც მას ერთ-ერთმა მსჯავრდებულმა აცნობა, თავისუფლების სანაცვლოდ, ბუტა რობაქიძის დედა ია მეტრეველი უნდა მოეკლა. გამოძიება დაწყებულია განზრახ დამამძიმებელ გარემოებებში მკვლელობის მომზადებისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე.

რაც შეეხება გახმაურებულ საქმეებზე პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნას, რომელსაც საპარლამენტო ოპოზიციასთან ერთად არასამთავრობოებიც ითხოვენ, ომბუდსმენის აზრით, პროკურატურას საქმის გამოსაძიებლად გარკვეული დრო უნდა მიეცეს.

ამავე თემაზე
დღის ამბები