03 ოქტომბერი 2024,   10:30
ვრცლად
სპეციალური საპარლამენტო კომისია სახელმწიფო აუდიტის საქმიანობას შეისწავლის

პარლამენტის სპეციალური კომისია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2014 წლის საქმიანობას შეამოწმებს. ამ კომისიის მიზანშეწონილობაზე დღეს საფინასო-საბიუჯეტი და რეგიონული პოლიტიკის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე იმსჯელებენ.

აუდიტის კომისია საპარლამენტო უმრავლესობისა და უმცირესობის დეპუტატებით დაკომპლექტდება. კომისიის წევრებს მომდენო სხდომაზე დაამტკიცებენ, რის შემდეგაც ის სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2014 წლის საქმიანობის შემოწმებას დაიწყებს.

"ჩვენი რეგლამენტით წელიწადში ერთხელ მოწმდება პარლამენტის მიერ აუდიტის საქმიანობა. ახლა ვსვამთ მიზანშეწონილობის საკითხს, რომელსაც უნდა ვუყაროთ კენჭი პარლამენტმა და შემდგომ უკვე კომისიის შექმნა და დამტკიცება ცალკე იქნება,” - განმარტავს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ნოდარ ებანოიძე.

დღის ამბები