22 მაისი 2024,   16:07
ვრცლად
პარტიების პოლიტიკური შემომწირველები - ოპოზიცია მმართველ გუნდს შანტაჟსა და ზეწოლაში ადანაშაულებს 

საპარლამენტო ოპოზიცია წინასაარჩევნოდ არსებულ არაკონკურენტულ და არასამართლიან გარემოზე საუბრობს. ოპოზიციური ლიდერები  პოლიტიკური პარტიების მიერ მიღებული შემოწირულობებს აფასებენ და ხელისუფლებას პარტიების შემომწირველების დაშანტაჟებასა და იძულებაში ადანაშაულებენ.

“ნაციონალურ მოძრაობაში” მიაჩნიათ, რომ მათ შემომწირველებს ხელისუფლება პრობლემებს გამიზნულად უქმნის.

„ნაციონალურ მოძრაობას“ სრულიად არასამართლიან და არაკონკურენტულ გარემოში უწევს არსებობა, კამპანიის ჩატარება და აშკარაა, რომ უკიდურესი ზეწოლის ქვეშ იმყოფება. იმიტომ, რომ როგორ შეიძლება სახელისუფლებო პარტიას ჰქონდეს ამხელა შემოწირულობა, სხვა ე.წ. ოპოზიციურ პარტიებსაც ჰქონდეთ გაცილებით მაღალი შემოწირულობა, ვიდრე რეალურ ოპოზიციურ ძალას, რომელსაც 300 ათასიანი მხარდაჭერა აქვს ქვეყანაში,“-აცხადებს ნინო კალანდაძე.

კორუფციული გეგმის არსებობაზე საუბრობენ “ევროპული საქართველოს” წევრები.

„ქართლი ოცნება“ აკონტროლებს ბიზნესს, „ქართული ოცნება“ ზეწოლას ახორციელებს ბიზნესზე და ასევე არის კორუფციის ძალიან ცხადი ნიშნები, როდესაც ჩვენ ვხედავთ, რომ ადამიანი შემოწირავს „ქართულ ოცნებას“ თანხას, მერე იგებს გარკვეულ ტენდერებს,“- განაცხადა სერგო რატიანმა.

ბრალდებებს უსაფუძვლოს უწოდებენ მმართველი გუნდში. საპარლამენტო უმრავლესობა გეგმავს შემომწრიველთა რაოდენობა კიდევ უფრო გაზარდოს.

დღის ამბები