03 ოქტომბერი 2024,   10:28
ვრცლად
სოციალურად დაუცველები თბილისში გაორმაგებულ კომუნალურ ვაუჩერებს მიიღებენ

თბილისში სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის გათვალისწინებული კომუნალური ვაუჩერების დაფინანსება გაორმაგდა. ამის შესახებ  განცხადება ქალაქის მთავრობის სხდომაზე თბილისის მერმა დავით ნარმანიამ გააკეთა.

2014 წლის ბიუჯეტიდან სოციალურად დაუცველ ოჯახებზე, კომუნალური სუბსიდიის სახით, ჯამში 9,5 მილიონი ლარი გაიცა.

"ჩვენ, როგორც ვპირდებოდით გაორმაგებას ჩვენს ამომრჩევლებს, 2015 წლის ბიუჯეტიდან ამ მიზნით ზუსტად გაორმაგებული თანხა 19 მილიონი ლარი დაიხარჯება. შესაბამისად, ის განცხადებები, რაც ამ თვალსაზრისით კეთდება, ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია. ამიტომ მინდა საზოგადოებას ვუთხრა, რომ ჩვენი დაპირებები ჩვენი მხრიდან იქნება შესრულებული,” - განაცხადა დედაქალაქის მერმა.

დღის ამბები