03 ოქტომბერი 2024,   10:30
ვრცლად
პოლკოვნიკი, იარაღი და პატრულის ახალი სკანდალური ჩანაწერი

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" ახალ ვიდეომასალას ავრცელებს, რომელზეც გადაღებულია კიდევ ერთი ფაქტი, სადაც მოქალაქე გაჩერების შემდეგ პოლიციას ეწინააღმდეგება და უარს აცხადებს საბუთების ჩვენებაზე.

"ზურა ვარ ბერიკაშვილი, ძალიან დიდ შეცდომას უშვებთ. პოლკოვნიკი ვარ, რა დარღვევა," - ასე მიმართავს საპატრულო პოლიციის თანამშრომელს პირი, რომელიც გააჩერეს. 

კადრებში ასევე ჩანს, რომ მოქალაქე იარაღის ამოღებას ცდილობს, სამართალდამცველების რეაგირების შემდეგ კი ამბობს, რომ მას იარაღი ამოუვარდა.  

"ნაციონალური მოძრაობის" ინფორმაციით, დაკავებული ბერიკაშვილი მეორე დღესვე გაათავისუფლეს და სამსახურში დააწინაურეს, ხოლო საპატრულო პოლიციის თანამშრომლები, რომლებმაც ის დააკავეს, სამსახურიდან გაუშვეს. 

 

 

დღის ამბები