09 ოქტომბერი 2024,   14:22
ვრცლად
კოსოვოს დედაქალაქში საპროტესტო აქცია დაკავებებით დასრულდა

ოპოზიციის საპროტესტო აქცია კოსოვოს დედაქალაქში არეულობით დასრულდა. ორი ათასზე მეტი მოქალაქე პრიშტინაში დევნილთა მინისტრის გადადგომის მოთხოვნით გამოვიდა.

არეულობა მას შემდეგ დაიწყო, რაც აქციის მონაწილეებს დაშლისკენ სამართალდამცველებმა მოუწოდეს. მომიტინგეებმა პოლიციას ქვები და ალმოდებული ბოთლები ესროლეს.

შეტაკებების შედეგად დაშავდა 100-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის 60-მდე პოლიციელი. მოსახლეობის უკმაყოფილება წარმოშობით სერბი მინისტრის განცხადებამ გამოიწვია, რომელმაც კოსოვოელ ალბანელებს ველურები უწოდა.

მინისტრმა ბოდიში მოიხადა, თუმცა ეს საკმარისი არ აღმოჩნდა. პოლიციამ აქციაზე 120-ზე მეტი ადამიანი დააკავა.

დღის ამბები