09 ოქტომბერი 2024,   14:24
ვრცლად
ლიბიაში ტერაქტის შედეგად ცხრა ადამიანი დაიღუპა

ლიბიაში მომხდარ ტერაქტის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 9-მდე გაიზარდა. ტრიპოლის ფეშენებელურ სასტუმროსთან, სადაც ძირითადად უცხოელები ჩერდებიან, ჯერ დანაღმული მანქანა აფეთქდა, რის შემდეგაც შენობაში შეიარაღებული პირი შეიჭრა და ცეცხლი გახსნა.

უკვე ცნობილია, რომ დაღუპულთა შორის 5 უცხოელია, მათგან ერთი აშშ-ის მოქალაქეა.

თავდასხმის დროს სასტუმროში ლიბიის მთავრობის წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ, გავრცელებული ინფორმაციით, მათგან არავინ დაშავებულა. ტერაქტზე პასუხისმგებლობა ისლამური სახელმწიფოს მოკავშირე დაჯგუფებამ აიღო.

დღის ამბები