22 მაისი 2024,   17:09
ვრცლად
გადაყენების შემდეგ, ქეთი დოლიძე დღეს პირველად თეატრში მივიდა

თუმანიშვილის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელობიდან გადაყენების შემდეგ, ქეთი დოლიძე დღეს, პირველად, თეატრში მივიდა. ყოფილი სამხატვრო ხელმძღვანელი, სავარაუდოდ, დასის წევრებს ხვდება. შეხვედრის მიზანი ამ დროისთვის უცნობია. 

ქეთი დოლიძე საკუთარ კაბინეტში ტელე კამერებისა და ჟურნალისტებისგან ფარულად, თეატრის უკანა შესასვლელიდან შევიდა. მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრის დირექტორი, ზურაბ გეწაძე არ აკონკრეტებს მართლაც ხვდება თუ არა ქეთი დოლიძე დასის წევრებს.

მსახიობი ანრი ბიბინეიშვილი აცხადებს, რომ ქეთი დოლიძე თეატრში რეჟისორად კვლავ რჩება. მან ასევე აღნიშნა, რომ თუმანიშვილის სახელობის თეატრის შენობაში ფესტივალ „საჩუქარის“ ოფისია განთავსებული, რის გამოც, მისივე განმარტებით, დოლიძის შენობაში ყოფნა ბუნებრივია.

დოლიძეს თეატრის ხელმღვანელად ყოფნის ვადა 3 სექტემბერს ამოეწურა. "კურიერის" მიერ მოპოვებული დოკუმენტის მიხედვით, დოლიძე სამხატვრო ხელმძღვანელად 3 სექტემბრამდე უნდა იყოს. ამ დოკუმენტს ხელს კულტურის ყოფილი მინისტრი გურამ ოდიშარია აწერს. თავად ქეთი დოლიძე კი აცხადებდა, რომ ის თეატრის ხელძღვანელად 17 სექტემბრამდე უნდა ყოფილიყო.

მას კულტურის მინისტრის, მიხეილ გიორგაძის განადაწყვეტილებით, გიორგი სიხარულიძე ჩაანაცვლებს. კულტურის მინისტრმა, მიხეილ გიორგაძემ დოლიძის გათავისუფლების შემდეგ აღნიშნა, რომ ქეთი დოლიძის ხელმძღვანელობის პერიოდში თეატრში უმძიმესმა პრობლემებმა იჩინა თავი.

დღის ამბები