09 ოქტომბერი 2024,   14:25
ვრცლად
"ჩვენ არ გვიყვარს სანქციები,"- ლეონიდ სლუცკი ევროსაბჭოს მიერ სანქციების გაუქმების მოლოდინშია

სტრასბურგში, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე რუსული დელეგაცია გაძლიერებული შემადგენლობით იმყოფება. სხდომაზე, სადაც რუსეთისთვის დაწესებული სანქციების საკითხი უნდა გადაწყდეს, რუსი დეპუტატები ოპტიმისტური განცხადებებით მივიდნენ.

რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს ფრაქცია „ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის” წევრს ლეონიდ სლუცკის იმედი აქვს, რომ ევროსაბჭო „გონივრულ” გადაწყვეტილებას მიიღებს, რადგან ყირიმში განვითარებულ მოვლენებში რუსეთი დამნაშავე არ არის.

„იმედი გვაქვს, რომ საპარლამენტო ასამბლეის პოზიცია გაწონასწორებული და კონსტრუქციული იქნება. ჩვენ არ გვიყვარს სანქციები. ვფიქრობ, რომ ძირითადი სანქციები გაუქმდება და გავაგრძელებთ კონსულტაციებს,” - განაცხადა სლუცკიმ.

შეგახსენებთ, რომ ევროსაბჭომ ყირიმის ანექსიის გამო რუსეთს სანქციები 2014 წლის აპრილში დაუწესა, რომელსაც ვადა ამოეწურა 2015 წლის 1 იანვარს და სწორედ დღეს უნდა გადაწყდეს, თუ რა ფორმატში გაგრძელდება ევროსაბჭოსა და რუსეთის ურთიერთობები და დარჩება თუ არა ძალაში სანქციები. 

დღის ამბები