03 ოქტომბერი 2024,   10:32
ვრცლად
პროტესტი ციხეში - პატიმრებმა თერმომეტრი, ჭანჭიკი და კალმები გადაყლაპეს

სასჯელაღსრულების მეშვიდე დაწესებულებაში 10 პატიმარი შიმშილობს. მათი ოჯახების წევრების და ადვოკატების განცხადებით, პატიმრები წამლებსა და სამედიცინო მომსახურებას მოითხოვენ.

ოთხმა მსჯავრდებულმა კი პროტესტის უკიდურეს ზომებსაც მიმართა - ერთმა ჭანჭიკი და საწერი კალამი გადაყლაპა, სამმა კი თერმომეტრები.

ამ პრობლემებზე დღეს ერთ-ერთი პატიმრის ადვოკატმა ”პირველი რადიოს” პრესკლუბში ილაპარაკა.

„არ შეიძლება ადამიანს ელაპარაკო არაადამიანური ფორმით. როგორც შეიძლება ადამიანს აუკრძალო კვების პროდუქტის შეძენა, ჰაერის მიწოდება? რა ფორმაა ეს? მათ გააპროტესტეს არაადამიანური მოპყრობა და პირობები, რომელშიც ამყოფებენ. ზოგმა თერმომეტრი გადაყლაპა, ზოგმა კალამი, ზოგმაც ჭანჭიკი,” - განაცხადა პატიმარ ლაშა ბუხნიკაშვილის ადვოკატმა ზურაბ თოდუამ.

ამავე თემაზე
დღის ამბები