03 ოქტომბერი 2024,   10:32
ვრცლად
„ფორმატ ბი” თბილისში ჩამოდის

„ფორმატ ბი” თბილისში. 31 იანვარს ერთი დღით გერმანელი დიჯეები ელექტრონული მუსიკის ქართველ მოყვარულებს უმასპინძლებენ.

ღონისძიება roof top-ში გაიმართება და ბილეთები უკვე იყიდება.

„ფორმატ ბის” მუსიკოსებმა პრიორიტეტი ელექტრონულ მუსიკას ადრეულ ასაკში მიანიჭეს. პირველი ერთობლივი ნამუშევარი 2009 წელს გამოუშვეს. ამ პერიოდიდან დაიწყეს მოგზაურობა მთელს მსოფლიოში. ყველაზე ბევრი თაყვანისმცემელი მათ მუსიკას სამხრეთ ამერიკაში ჰყავს. „ფორმატ ბის” ბერლინში საკუთარი კლუბიც აქვს გახსნილი.

დღის ამბები