09 ოქტომბერი 2024,   20:20
ვრცლად
აშშ-ში ებოლას ვირუსით ინფიცირებული პაციენტი გარდაიცვალა

აშშ-ში ებოლას ვირუსით დაავადებული პირველი პაციენტი გარდაიცვალა. ერიკ დუნკანი, რომელიც აფრიკაში დაინფიცირდა, დიაგნოზის დასმიდან 8 დღეში დაიღუპა.  

შეერთებული შტატები ხუთ დიდ აეროპორტში ვირუსზე შემოწმების ობიექტებს ამატებს, ამასთან ერთად, პაციენტების მისაღებად სრულ მზადყოფნაში არიან ნიუ-იორკის სამედიცინო დაწესებულებები.

საერთაშორისო საზოგადოებას ვირუსის გავრცელების პროცესის შეჩერებაში აქტიური მონაწილეობისკენ სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმაც მოუწოდა.

პარალელურად, ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა ესპანეთში ებოლას პირველ შემთხვევას. ცხოველთა უფლებების დამცველები ვირუსით დაინფიცირებული მედდის სახლთან შეიკრიბნენ. ისინი პაციენტის ძაღლის ევთანაზიას აპროტესტებდნენ. აქცია სამართალდამცველებთან შეტაკებაში გადაიზარდა.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები