03 ოქტომბერი 2024,   17:17
ვრცლად
რეპრესირებულთა სია ელექტრონულადაც ხელმისაწვდომია

ეროვნულ ბიბლიოთეკაში"სტალინური სიები" გამოფინეს. 1937-38 წლებში სტალინის რეჟიმის მიერ რეპრესირებულთა ნუსხა ჰაინრიხ რიხტერის ფონდმა მოამზადა და მისი ნახვა ელექტრონულადაც არის შესაძლებელი.  პრეზენტაციას პარლამენტის თავმჯდომარეც ესწრებოდა.

დავით უსუფაშვილმა  ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ ეს ადამიანები სტალინის რეპრესიებს შეეწირნენ და მათი პოლიტიკური განაჩენი უშუალოდ პოლიტბიუროს წევრებმა გამოიტანეს.

"ეს არის ძალიან დიდი ტრაგედია, რომელსაც ქართველი ხალხი დღემდე ატარებს," - თქვა დავით უსუფაშვილმა.   

დღის ამბები