03 ოქტომბერი 2024,   10:32
ვრცლად
დაინტერესდება თუ არა ბორჯომში ნასვამი პოლიციელის მოქმედებებით გენინსპექცია?

"ნაციონალურ მოძრაობის" მიერ გავრცელებულ მასალაში, ოპოზიციის განცხადებით, საპატრულო პოლიციას შეურაცხყოფას ამჯერად ბორჯომში ძალოვანი უწყების მაღალჩინოსანი აყენებს.

მასალაში, რომელიც ქუჩის სათვალთვალო ვიდეოკამერით არის გადაღებული, ჩანს, როგორ იღებს დამრღვევი იარაღს. მისი დაკავების გადაწყვეტილება საპატრულო პოლიციამ ამის შემდეგ მიიღო. 

როგორც გაირკვა, სამართალდამცველი, რომელმაც ძალოვანი უწყების მაღალჩინოსანი დააჯარიმა, უწყებაში აღარ მუშაობს. გიორგი ლომსაძე ამბობს, რომ მოვალეობის პირნათლად შესრულებისთვის ხელმძღვანელობისგან არა მადლობა, არამედ სამსახურიდან გათავისუფლება მიიღო.

მომხდარზე შსს-ში განმარტავენ, რომ გიორგი ლომსაძე პოლიციიდან არავის გაუშვია და ის საკუთარი ნებით წავიდა უწყებიდან. თავად ლომსაძე კი ამბობს, რომ პატაკი სამსახურიდან წასვლის შესახებ მან ზეწოლის შედეგად დაწერა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს გენინსპექციას რეაგირებას დეპუტატები სთხოვენ. შინაგან საქმეთა სამიანისტროს მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად კი გუშინ და დღეს გავრცელებულ ვიდეოში ასახულ ფაქტებზე გენერალურმა ინსპექციამ კვლევა უკვე დაიწყო.

ამავე თემაზე
დღის ამბები