09 ოქტომბერი 2024,   14:22
ვრცლად
ევროკავშირმა რუსეთს, შესაძლოა, სანქციები 2015 წლის სექტემბრამდე გაუხანგრძლივოს

ევროკავშირმა რუსეთს, შესაძლოა, სანქციები 2015 წლის სექტემბრამდე გაუხანგრძლივოს. 

ამის შესახებ ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების რეზოლუციის პროექტშია საუბარი.

რეზოლუციის პროექტში ასევე აღნიშნულია სასანქციო სიაში ახალი ზომებისა და პერსონების ჩართვის შესახებაც. 

არსებული ინფორმაციით,  29 იანვარს რუსეთთან მიმართებაში ახალი შეზღუდვების საკითხის განხილვა იგეგმება. თუმცა, ევროკავშირში ამასთან დაკავშირებით ერთიანი პოზიცია არ არსებობს. კერძოდ, საბერძნეთი მხარს არ უჭერს რუსეთისთვის სანქციების დაწესებას, ავსტრია კი სანქციების გამკაცრების წინააღმდეგია.

რეზოლუციის პროექტის განხილვამდე კი პოლონეთში მყოფმა უკრაინის პრეზიდენტმა, პეტრო პოროშენკომ,  ევროკავშირს მიმართა, "არ უნდა დავუშვათ ჰოლოკოსტის და მეორე მსოფლიო ომის გამეორება".

ბრიუსელში იმყოფება პუტინის კრიტიკისთვის რუსეთის დუმიდან გარიცხული ყოფილი დეპუტატი, გენადი გუდკოვი, რომელიც უკრაინაში არსებულ მდგომარეობაზე მთელ პასუხისმგებლობას რუსეთის ხელისუფლებას აკისრებს.   

დღის ამბები