03 ოქტომბერი 2024,   10:27
ვრცლად
ვაზაგაშვილების ადვოკატები პროკურატურაში მივლენ

ვაზაგაშვილების ოჯახის ადვოკატები დღეს მთავარ პროკურატურაში შეხვედრას გამართავენ.

ირმა ჭკადუას ინფორმაციით, მათ გამოძიებასთან დაკავშირებული ახალი დეტალების შესახებ უნდა მიიღონ ინფორმაცია.

საგამოძიებო უწყებაში მისვლას დაცვის მხარე 13 საათისათვის გეგმავს.

ვაზაგაშვილის ოჯახის ადვოკატები უწყებაში გუშინაც იმყოფებოდნენ. მათი განმარტებით, არსებობს ახალი გარემოება, რომლითაც გამოძიება უნდა დაინტერესდეს.

პარალელურად, ოჯახი ზურაბ ვაზაგაშვილის საქმის დასრულებას ელოდება. 

 

დღის ამბები