03 ოქტომბერი 2024,   17:17
ვრცლად
რთველი შეფერხებების გარეშე მიმდინარეობს

სოფლის მეურნეობის მინისტრის განცხადებით, საქართველოში რთველი შეფერხებების გარეშე მიმდინარეობს. ოთარ დანელიამ ამ კუთხით არსებულ ვითარებაზე მთავრობის სხდომის დაწყებამდე ილაპარაკა.

მისი განცხადებით, ბოლო მონაცემებით, კახეთში რთვლის შედეგად მიღებული შემოსავალი 157 მილიონ ლარს აღწევს.

„კახეთში შეფერხებების გარეშე მიმდინარეობს რთველი, თუ არ გავითვალისწინებთ კომუნიკაციის ელემენტარულ პრობლემებს, რომელიც, ძირითადად, პროცედურების არცოდნით ან გაუთვალისწინებლობით იყო გამოწვეული,“ - განაცხადა სოფლის მეურნეობის მინისტრმა. 

მისივე თქმით, კახეთში რთველი უკვე სრულდება, რაჭაში კი ახლა იწყება და ათ დღეს გასტანს. საქართველოს ამ რეგიონში 700-800 ტონამდე მოსავალს ელოდებიან.

დღის ამბები