03 ოქტომბერი 2024,   10:30
ვრცლად
დავით ნარმანიას თქმით, 2015 წელს თბილისის მერია უფრო ეფექტურად იმუშავებს

თბილისის მერი, დავით ნარმანია, ბიძინა ივანიშვილის მიერ მისი საქმიანობის შესახებ გაკეთებულ შეფასებას ეხმაურება და აცხადებს, რომ 2015 წელს თბილისის მერია კიდევ უფრო ეფექტურად იმუშავებს.

დავით ნარმანია ასევე ხაზს უსვამს იმას, რომ გასულ წელს მერიას დიდი წინააღმდეგობის, მათ შორის საბოტაჟის ფაქტების დაძლევაც მოუხდა.

„მრავალი წინააღმდეგობისა და საბოტაჟისა, ჩვენ მოვახერხეთ და საკმაოდ აქტიურად ვმუშაობდით. თუმცა, 2015 წელს მუშაობის ტემპები იქნება ბევრად უფრო მაღალი და ამის ყველანაირი წინაპირობა არსებობს. არსებობს ჩვენ მიერ დაგეგმილი პროექტები და პროგრამები, რომელიც უფრო ეფექტიანად შეგვიძლია განვახორციელოთ,” - განაცხადა დავით ნარმანიამ.

როგორც ივანიშვილმა ტელეკომპანია "იმედის" ეთერში განაცხადა, ნარმანია მაქსიმალურად ეფექტური უნდა იყოს, რომ განახორციელოს ის ფუნქციები, რაც მას ევალება. ამასთან, ივანიშვილის თქმით, მთლიანობაში ნარმანიასთან მიმართებით არ შემცდარა.

ამავე თემაზე
დღის ამბები