03 მაისი 2024,   15:48
ვრცლად
ზალიკო უდუმაშილი და "ენმ"-ის მაჟორიტარობის კანდიდატი დიღმის მასივში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ ოჯახს ესტუმრნენ

"ნაციონალური მოძრაობის" თბილისის მერობის კანდიდატი, ზალიკო უდუმაშვილი და მაჟორიტარობის კანდიდატი, გივი კუბლაშვილი დიღმის მასივში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ ოჯახს ესტუმრნენ.

პენსიონერს, რომელსაც ინსულტის გამო დამოუკიდებლად გადაადგილება არ შეუძლია, სამი თვის წინ სოციალური დახმარება მოუხსნეს. მიზეზად კი საცხოვრებელი ფართის რაოდენობა დასახელდა.

ზაალ უდუმაშვილმა თბილისის მერიასა და ცენტრალურ ხელისუფლებას აღნიშნული ფაქტით დაინტერესებისკენ მოუწოდა.

დღის ამბები