03 მაისი 2024,   16:29
ვრცლად
ეს არის პირდაპირი პროვოკაცია, პრორუსული ძალებისა - ”ლიბერალ დემოკრატების” თავმჯდომარე "პატრიოტთა ალიანსის" აქციაზე საუბრობს

პარტია ”ლიბერალ დემოკრატების” თავმჯდომარე, მუხრან ბურჭულაძე და მისი თანაპარტიელები, რომლებიც პარლამენტის წინ სანქცირებულ აქციას მესამე დღეა მართავენ, აცხადებენ, რომ მერიის მიერ „პატრიოტთა ალიანსისთვის“ იმავე დროსა და ადგილზე აქციის ჩატარების უფლების გაცემა, მიუღებელია.

მუხრან ბურჭულაძე აცხადებს, რომ ეს პირდაპირი თავდასხმაა დემოკრატიასა და ქვეყნის კონსტიტუციაზე პრორუსული ძალის მიერ.

„ჩემს სანქცირებულ მიტინგზე, როდესაც მე დაჯავშნული მაქვს ეს ადგილი, მოდის „პატრიოტთა ალიანსი“ და აქ მიმართავს მიტინგს. ეს არ შეიძლება იყოს ერთდროულად. ეს არის პირდაპირი პროვოკაცია, პრორუსული ძალებისა. ეს არი რეჟიმის იერიში პირდაპირ საქართველოს სახელმწიფოებრიობაზე, სუვერენიტეტზე და კონსტიტუციაზე, რის დასაცავად ვზივარ მე ახა აქ,“ - განაცხადა მუხრან ბურჭულაძემ.

ამავე თემაზე
დღის ამბები